×
×

09 მაისი, 2018

ირაკლი კობახიძის განცხადება „ქართული ოცნების" საქალაქო კონფერენციაზე

„პარტიაში რეფორმების მეორე ტალღის მიზანი უნდა იყოს ჩვენი პარტიის საბოლოოდ ჩამოყალიბება ევროპული ტიპის პოლიტიკურ გაერთიანებად, რომელიც მუშაობს და აქტიურია არა მხოლოდ არჩევნების პერიოდში არა მხოლოდ საშტაბო რეჟიმში, არამედ, რომელიც არჩევნებიდან არჩევნებამდე პერიოდშიც, ყოველდღიურ რეჟიმში არის ჩართული პოლიტიკური პროცესების დაგეგმვაში და მართვაში- ეს არის ჩვენი საბოლოო ამოცანა და აქ ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ის, რომ ამ პროცესს სათავეში ჩაუდგება, პრაქტიკულად უკვე ჩაუდგა ჩვენი პარტიის დამფუძნებელი ბატონი ბიძინა ივანიშვილი და ეს არის საუკეთესო გარანტია იმისა, რომ ეს მიზანიც იქნება სათანადოდ და სრულფასოვნად მიღწეული“,-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პოლიტიკური გაერთიანება „ ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში, თბილისის რაიონული ორგანიზაციების კონფერენციაზე განაცხადა.

 

 

პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა დამსწრეებს ქვეყნის განვითარებასა და პარტიის გაძლიერებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, ქვეყანა ყველა მიმართულებით აგრძელებს წინსვლას და ეს არის მმართველი პარტიის თითოეული წევრის დამსახურება.

 

 

ირაკლი კობახიძემ შეკრებილებს ორი წლის წინ დასახული მიზნები შეახსენა და აღნიშნა, რომ ეს მიზნები მიღწეულია.

 

 

„ჩვენ გვქონდა ორი წლის წინ ამავე ფორმატში კონფერენციაზე შეკრების საშუალება და მაშინ ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, თუ როგორი გეგმები გვქონდა ქვეყნის განვითარების თვალსაზრისით, როგორი გეგმები გვქონდა პარტიის გაძლიერების კუთხით და დღეს, ორი წლის თავზე, შეიძლება ითქვას, რომ ის მიზნები, რომლებიც მაშინ ჩვენ დავისახეთ, არის მიღწეული. ამაზე ჩვენ ერთად ვიმუშავეთ და ამაშიც არის, რა თქმა უნდა, პარტიის თითოეული წევრის ძალიან დიდი დამსახურება. მაშინ ჩვენ ვსაუბროდით იმაზე, რომ გასაძლიერები იყო პარტიის ცენტრალური რგოლი, ცენტრალური ოფისი, იმ დროისათავის, პრაქტიკულად უმოქმედო იყო ცენტრალური აპარატი და ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა იყო მაშინ პარტიის ცენტრალური ოფისის გაძლიერება. ეს მიზანი დავისახეთ და ეს მიზანი სათანადოდ განხორციელდა. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა რეგიონული სამსახურის გაძლიერებაზე. გაძლიერდა ეს სამსახური, გაძლიერდა სხვა სამსახურები და ამ ყველაფერმა ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ჩვენს საარჩევნო წარმატებაში, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. მისივე თქმით, ასევე განსაკუთრებული პრიორიტეტი იყო ადგილობრივი ორგანიზაციების გაძლიერება. ირაკლი კობახიძის თქმით, იმ დროისთვის, პარტიული ოფისების უმეტესობა რეგიონებში, პრაქტიკულად დაკეტილი იყო და ამ ორგანიზაციების გაძლიერება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების მნიშვნელოვანი საწინდარი გახდა.

 

 

„უმოქმედო იყო ადგილობრივი ოფისები და ჩვენი ამოცანა ამ შემთხვევაში იყო ადგილობრივი ორგანიზაციების ამოქმედება, ამ ორგანიზაციების გაძლიერება და ესეც გახდა მნიშვნელოვანი საწინდარი იმისა, რომ ჩვენ გავიმარჯვეთ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში. ასევე, ვსაუბრობდით იმაზე, რომ განახლებას საჭიროებდა ჩვენი პოლიტიკური გუნდი და ეს მიზანიც სათანადოდ შესრულდა. განახლდა ჩვენი საპარლამენტო გუნდი, განახლდა სამთავრობო გუნდი. ასევე, შემდეგ უკვე მუნიციპალურ დონეზე განახლდა ჩვენი პოლიტიკური გუნდი, რაც იყო ასევე ძალიან მნიშვნელოვანი საფუძველი იმისა, რომ ჩვენ წარმატებით გაგვეგრძელებინა ჩვენი პოლიტიკური საქმიანობა. ამ ყველაფრის შედეგად, წარმატებული კამპანიის შედეგად და რაც მთავარია, ჩვენი მოსახლეობის, ხალხის მხარდაჭერის შედეგად ჩვენ მოვიპოვეთ დამაჯერებილი გამარჯვება 2016 წელს, საპარლამენტო არჩევნებში”,- განაცხადა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა.

 

 

ირაკლი კობახიძის შეფასებით, 2016 წლის არჩევნები გარდამტეხი და საკვანძო მნიშვნელობის იყო და სწორედ საპარლამენტო არჩევნებში, მმართველმა გუნდმა მოახერხა ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ არის რისკ-ფაქტორი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის. მისივე თქმით, პრინციპული და მნიშვნელოვანი იყო 2017 წლის არჩევები, განსაკუთრებით-დედაქალაქში. ირაკლი კობახიძის შეფასებით, ის, რომ დღეს ყველა ხედავს თბილისის განვითარებას, არის პარტიის მობილიზაციისა და კონსოლიდაციის შედეგი.

 

 

„ეს იყო ნამდვილად კიდევ ერთი, მორიგი, გარდამტეხი არჩევნები, საკვანძო არჩევნები. მაშინ, იმ დროისათვის, ჯერ კიდევ საკმაოდ ძლიერი იყო ჩვენი მთავარი ოპონენტი, „ნაციონალური მოძრაობა“ და ჩვენ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში, მოვახერხეთ ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს აღარ არის რისკ -ფაქტორი ჩვენი დემოკრატიული განვითარებისათვის და ქვეყანა აგრძელებს შეუქცევად წინსვლას დემოკრატიული მიმართულებით და ყველა სხვა მიმართულებით, რომელიც არის მნიშვნელოვანი, ზოგადად, ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის.

 

 

ასევე, 2017 წლის არჩევნები იყო ჩვენთვის ძალიან პრინციპული და მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით თბილისში. აქ ჩვენ მიზნად დავისახეთ პირველივე ტურში დამაჯერებლად გამარჯვება და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს მიზანიც იქნა მიღწეული და დღეს, ის რომ ჩვენ ყველა ვხედავთ თბილისში განვითარებას, ვხედავთ ახალ ენერგიას, არის ზუსტად იმის დამსახურება, რომ ჩვენი პარტია, ჩვენი აქტივი იყო მობილიზებული და ამ კონსოლიდაციის შედეგად ჩვენ მოვახერხეთ დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვება და თბილისი დღეს ახალი ენერგიით აგრძელებს წინსვლას ბევრი მიმართულებით და აგრძელებს იმ გამოწვევებთან გამკლავებას, რომელიც დგას ჩვენი ქალაქის წინაშე. ეს იყო კიდევ ერთხელ გავიმეორებ ის ერთგვარი  დაპირებები, რომელიც გაიცა მაშინ, ორი წლის წინ, პარტიულ  კონფერენციაზე და ეს მიზნები ჩვენ ყველამ ერთად შევასრულეთ. რომ არა პარტიის თითოეული წევრის თანამონაწილეობა, თანადგომა, ერთად დგომა, ბუნებრივია, ამ მიზნების მიღწევა იქნებოდა შეუძლებელი”,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პრინციპულად მნიშვნელოვანია დამაჯერებლი გამარჯვების მოპოვება საპრეზიდენტო არჩევნებში. როგორც ირაკლი კობახიძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ის დარწმუნებულია, რომ მმართველი გუნდი არჩევნებში ღირსეული კანდიდატით წარდგება.

 

 

“წინ გველის ჩვენ ახლა ასევე ძალიან  მნიშვნელოვანი არჩევნები, საპრეზიდენტო არჩევნები. ამ შემთხვევაშიც ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვება, პირველივე ტურში გამარჯვება და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ წავრსდგებით ღირსეული კანდიდატით ამ არჩევნებში და ჩვენი კანდიდატით მოვიპოვებთ ასევე დამაჯერებელ გამარჯვებას რაც იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა იმისათვის,  რომ გაგრძელდეს ჩვენი ქვეყნის განვითარება ყველა მიმართულებით“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

 

მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ, ორწლიან პერიოდს პარტია განვითარებისთვის და რეფორების მეორე ტალღის განხორციელებისთვის გამოიყენებს, რომლის მიზანიც „ქართული ოცნების“ ევროპული ტიპის პოლიტიკურ გაერთიანებად საბოლოო ჩამოყალიბებაა. ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ პროცესს სათავეში ჩაუდგება პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი და სწორედ ეს არის სათანადო გარანტია იმისა, რომ ეს მიზანი სათანადოდ და სრულფასოვნად იქნება მიღწეული. 

 

 

“ჩვენ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გვექნება დაახლოებით ორწლიანი პერიოდი, თავისუფალი პერიოდი, არჩევნებისგან თავისუფალი პერიოდი. სამწუხაროდ, წინა, პარქტიკულად, ყველა წელი იყო საარჩევნო 2012 წლის შემდეგ გარდა ერთი გამონაკლისისა და ეს ორ წლიანი პერიოდი შეგვიძლია ჩვენ ძალიან კარგად გამოვიყენოთ პარტიის განვითარებისათვის და ეს დრო აუცილებლად უნდა იყოს ამისათვის გამოყენებული. ჩვენ ვსაუბრობთ უკვე საკმაოდ დიდიხანია იმაზე, რომ საჭიროა პარტიაში რეფორმების მეორე ტალღის განხორციელება და ამ მეორე ტალღის მიზანი უნდა იყოს ჩვენი პარტიის საბოლოოდ ჩამოყალიბება ევროპული ტიპის პოლიტიკურ გაერთიანებად, რომელიც მუშაობს და აქტიურია არა მხოლოდ არჩევნების პერიოდში არა მხოლოდ საშტაბო რეჟიმში, არამედ, რომელიც არჩევნებიდან არჩევნებამდე პერიოდშიც, ყოველდღიურ რეჟიმში არის ჩართული პოლიტიკური პროცესების დაგეგმვაში და მართვაში. ეს არის ჩვენი საბოლოო ამოცანა და აქ ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ის, რომ ამ პროცესს სათავეში ჩაუდგება, პრაქტიკულად უკვე ჩაუდგა ჩვენი პარტიის დამფუძნებელი ბატონი ბიძინა ივანიშვილი და ეს არის საუკეთესო გარანტია იმისა, რომ ეს მიზანიც იქნება სათანადოდ და სრულფასოვნად მიღწეული და ამაშიც, ამ მიზნის მიღწევაშიც, რა თქმა უნდა, პარტიის თითოეული წევრი ვიქნებით  ძალიან აქტიურად ჩართული. ჩვენ გვაქვს, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სერიოზული მიღწევები. არის ასევე სერიოზული გამოწვევები, პრობლემები, სირთულეები და სირთულეების გამკლავებას  სჭირდება, რა თქმა უნდა, ჩვენი კონსოლიდაცია. პარტიის თითოეული წევრის მხარდაჭერა, თანადგომა, ერთად დგომა და ასეთი ერთად დგომის პირობებში, მე დარწმუნებული ვარ. რომ ჩვენი ყველა მიზანი იქნება აუცილებლად წარმატებით მიღწეული”,- მიმართა დამსწრეებს პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა.